GD Banner
პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – აშშ უკრაინას სამხედრო დახმარებას 2022-2023 დონეზე აღარ აღმოუჩენს

შეერთებული შტატები არ გეგმავს უკრაინის მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც ეს 2022-2023 წლებში განახორციელა, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას სამხედრო დაფინანსების იმავე დონეზე, როგორც 2022 და 2023 წლებში“, – აღნიშნა მილერმა.მისი თქმით, შეერთებულ შტატებში არ მიაჩნიათ, რომ უკრაინის იმავე დონეზე მხარდაჭერის საჭიროება არსებობს.„არ ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებელი უნდა იყოს, რადგან ჩვენი მიზანია, უკრაინა ფეხზე დადგეს და დავეხმაროთ მას საკუთარი ინდუსტრიული ბაზისა და საკუთარი სამხედრო ინდუსტრიული ბაზის აშენებაში, რათა შეძლოს დამოუკიდებლად შეიძინოს და შექმნას საბრძოლო მასალა, მაგრამ ჩვენ ჯერ ამ გზაზე არ ვართ და ამიტომ არის ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ კონგრესმა მიიღოს დამატებითი დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, რადგან ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც უკრაინას შეუძლია მხოლოდ თავად დაიცვას საკუთარი თავი“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა