GD Banner
უცხოური მედია

„ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა“ – კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტები და გამშვები მოწყობილობები მიაწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთისა და ირანის მოლაპარაკებებით ბალისტიკური რაკეტების შეძენასთან დაკავშირებით.

“ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ რუსეთს ბალისტიკური რაკეტების გამშვები და რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა. 2023 წლის 30 დეკემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინაში ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტებიდან, სულ მცირე, ერთი გაუშვეს. როგორც ჩანს, ეს რაკეტა ღია ველში დაეშვა ზაპის რეგიონში. 2 იანვარს რუსეთმა გაუშვა მრავალი ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტა უკრაინაში, მათ შორის ღამის საჰაერო თავდასხმის დროს…

ამ დროისთვის ჩვენ არ გვჯერა, რომ ირანმა მიაწოდა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები, თუმცა აშშ შეშფოთებულია, რომ რუსეთის მოლაპარაკებები ირანიდან ბალისტიკური რაკეტების შესაძენად აქტიურად მიიწევს წინ,” – განაცხადა კირბიმ.
მისივე თქმით, რუსეთთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური გზა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაა.

“ყველაზე ეფექტური პასუხი რუსეთის საშინელ ძალადობაზე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ არის უკრაინისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და სხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ამისათვის ჩვენ გვჭირდება, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ დაამტკიცოს ჩვენი დამატებითი დაფინანსების მოთხოვნა უკრაინისთვის,” – თქვა კირბიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა