GD Banner
უცხოური მედია

ნიუ-იორკის მეტროში მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა

სულ მცირე, 26 ადამიანი დაშავდა ნიუ-იორკის მეტროში მატარებლების შეჯახების გამო. ინციდენტი დილით, მანჰეტენის რაიონში მოხდა. ერთ-ერთი მატარებელი მწყობრიდან გამოვიდა და მეორეს შეეჯახა, რის შემდეგაც, რელსებიდან გადავიდა. ინფორმაციას  NBC New York ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სახანძრო დეპარტამენტზე დაყრდნობით, მატარებელში 300 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც განხორციელდა. 

შეჯახების გამო, ნიუ-იორკის მეტროს ერთ-ერთ მონაკვეთზე დროებით შეწყდა მოძრაობა. 26 დაშავებული კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მეტროს ოპერატორის ინფორმაციით, აღნიშნული მატარებელი ადრე ვანდალებმა დააზიანეს. 

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,039 ნახვა