GD Banner
საზოგადოება

თბილისი „ფორბსის“ რეიტინგში ახალი წლის გასატარებლად 10 საუკეთესო ქალაქს შორის დასახელდა

თბილისი ახალი წლის გასატარებელ 10 საუკეთესო ქალაქს შორის მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Forbes ავრცელებს. თბილისი სიაში მეხუთე ადგილზეა.

„თბილისი, სავარაუდოდ, ყველაზე ორიგინალური არჩევანია ამ რეიტინგში, რაც აიხსნება
აკომოდაციის მიმზიდველი ფასებით (ცხოვრება თბილისის ხუთვარსკვლავიან
სასტუმროში ხუთჯერ იაფია, ვიდრე ლონდონსა და პარიზში, და უტოლდება ბერლინის
სამვარსკვლავიანი სასტუმროს ფასს), უსაფრთხოების მაღალი მაჩვენებლით (დაბალია
დანაშაულის მაჩვენებელი) და ბრიტანელი და ამერიკელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში
შემოსვლის სიმარტივით (მოქმედებს სპეციალური არასავიზო რეგულაციები). თბილისი
საყვარელი ადგილია გურმანებისა და ღვინის მოყვარულებისთვისაც. შობა-ახალ წლისთვის საზეიმოდ მორთულ თბილისში საშობაო განწყობა იანვრის შუა რიცხვებამდე
იგრძნობა. ახალი წლის აღსანიშნავად მრავალი სახალხო კონცერტი ეწყობა, თბილისის
საშობაო ბაზარი კი ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესია“, – წერს „ფორბსი“.

სტატიაში, პირველ ადგილს პორტუგალიის კუნძული, მადეირა იკავებს. კვლევისთვის 112 ქვეყნის, 11 963 მოგზაური გამოკითხა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა