GD Banner
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას მიმაჩნია, რომ ევროკავშირმა შეცდომა დაუშვა, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭა ქვეყანას და იქვე არ მიაყოლა ძალიან გასაგები გზავნილი

დეოლიგარქიზაცია რას ნიშნავს ივანიშვილთან მიმართებაში და სანქციებზე საუბრის დაწყება უნდა მომხდარიყო ჩემი აზრით, პარალელურ რეჟიმში, რომ ყველასთვის ნათელი გამხდარიყო, რაზე არის საუბარი, – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლებაა, ამიტომ, დასავლეთის პოზიციონირება მეტად ნათელი უნდა ყოფილიყო.

“მე არ მიყვარს სპეკულაციებზე საუბარი, მით უმეტეს, საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ იმ მოწყვლად გარემოში, რომელშიც ვართ, ძალიან ბევრი გადაწყვეტილების პროგნოზირებაც რთულია, ბოლო მომენტში მიიღება გადაწყვეტილებები, მაგრამ ერთი რამ არის ჩემთვის ნათელი, რაც ხშირად მითქვამს და გავიმეორებ, რომ როდესაც ივანიშვილი, მისი რუსული ოლიგარქიული რეჟიმი არის მთავარი დაბრკოლება ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ძალიან ნათელი უნდა იყოს, მათ შორის, დასავლეთის პოზიციონირება რომ დიახ, ჩვენ ქართველ ხალხს, თქვენს ქვეყანას გვერდში ვუდგავართ და გვერდში ვუდგავართ არა მხოლოდ იმით, რომ გიხსნით ევროკავშირში მომავალში გაწევრიანებისთვის შესაძლებლობებს, არამედ, გვერდში გიდგავართ იმით, რომ გეხმარებით ისეთი ნაბიჯის გადადგმაში, როგორიც არის დეოლიგარქიზაცია.” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა