GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე: მთელი თავისი კამპანია, აგებული აქვს იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო და დღეს დასამარდა მისი მითი

გიორგი გახარიას ერთადერთი დავალება და შანსი არის, რომ ქართულ ოცნებას 1 ან 2% საიდანღაც ჩამოაციცქნოს. თავის თანაგუნდელებსაც კი ატყუებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვართო და ეს იმათმა არ იციანო, მხოლოდ მე და ბიძინამ ვიცითო. ამაზე აქვს მთელი კამპანია აწყობილი და რა გამოწვევაა მიღებული, დამთავრებულია გახარიას ამბავი, – ასე შეაფასა „ქრონიკაში“ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, გიორგი გახარიას მიერ გაჟღერებული ფრაზა „როგორც იქნა ივანიშვილმა ჩრდილიდან გამოსვლა მოახერხა, გამოწვევა მიღებულია“.

მდინარაძის თქმით, გიორგი გახარიას დღეს დარჩენილი 1 თუ 2% პროცენტიც გაუქრა ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით.

„მთელი თავისი კამპანია, კულისებში რომ არის გაშლილი, აგებული აქვს იმაზე რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტი ვარო და დღეს დასამარდა მისი მითი, დამთავრდა მისი რეიტინგი, რაც ჰქონდა მოტყუებული ადამიანების ხარჯზე, დარჩენილი 1 თუ 2 პროცენტიც გაუქრა დღეს ბიძინა ივანიშვილის ერთი სიტყვით. ერთ-ერთ სასწავლებელში იყო მისული, ორი თვის წინ თუ არ ვცდები და ამბობდა, მე კოალიცია შეიძლება შევკრა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“, კოალიციით შევბოჭოო. ამ დროს 4 მუნიციპალიტეტში, სადაც შეეძლო მისი გასული დეპუტატების რაოდენობის საშუალებით, ყველგან შეუკრა „ნაციონალურ მოძრაობას“. წარმოიდგინეთ უტიფრობის ხარისხი, როცა ამბობს ეს „ნაცები“, ლანძღავენ ერთმანეთს და ამ დროს კოალიცია აქვთ საკრებულოებში.“ -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,108 ნახვა