GD Banner
პოლიტიკა

პრემიერი ბიძინა ივანიშვილზე: დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში

დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო 20 წლის განმავლობაში 3 მლრდ დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში.

„თქვენი ტელევიზია ეკუთვნის ოლიგარქ კეზერაშვილს. ოლიგარქის განმარტება თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად მოიპოვოთ ინტერნეტში, არის ადამიანი, რომელიც სახელმწიფოს რესურსებზე გამდიდრდა, ამას იყენებს და იყენებს ხალხის რესურსს, ქვეყნის რესურსს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება მინდა შეგახსენოთ, დამისახელეთ ერთი პრეცედენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ ადამიანს ქონება დაეგროვებინოს საზღვარგარეთ, შემდეგ თავისი ნებით ჩამოეტანოს და დაეხარჯა, დახარჯა 3 მლრდ დოლარი ქველმოქმედებაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში. სად იყო მაშინ პოლიტიკაში ან სად იყო გაცხადებული მიზნები, რომ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას?! ფაქტი არის შემდეგი, რომ ეს არის დეზინფორმაციული პროპაგანდა. აი, ამ სიცრუეს, ამ დეზინფორმაციას და ყველა აი ამ ცრუ პროპაგანდას, ყველაფერს ბოლო მოეღება და კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა, სტაბილურობა და გამარჯვება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყრილობაზე გახდა ცნობილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა