GD Banner
საზოგადოება

29 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 დეკემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ნაძალადევის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ხუდადოვის, სამღერეთის, ზაქარაიას და ინტერნატის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის

ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ცაცხვების, ინტენსიფიკაციის და ავთო ვარაზის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით ბაქრაძის და ვანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონში

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, კოსტავას, იაკობ ნიკოლაძის, როდენის, ქუჩიშვილის და ღამბაშიძის ქუჩების მოსახლეობას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,035 ნახვა