ეკონომიკის ექსპერტი ოთარ ანგურიძე სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს, რომლითაც თბილისის და საქართველოს რეგიონებისთვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები 3 თეთრით შემცირდა.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მეტი გენერაცია იძლევა საშუალებას ერთი მხრივ გვქონდეს უკეთესი მოწოდება და მეორე მხრივ შეგვიმცირდეს ტარიფები.
„დილიდან ტელე და სოც მედიას თუ გადავხედავდით ყველგან ერთნაირად იყო მოლოდინი იმისა, რომ სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდებოდა, მაგრამ ბევრისთვის მოულოდნელად ტარიფები შემცირდა. ეს ფაქტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ მეტი გენერაცია იძლევა საშუალებას ერთი მხრივ გვქონდეს უკეთესი მოწოდება და მეორე მხრივ შეგვიმცირდეს ტარიფები. ელექტრო ენერგიის ტარიფი არის ის ძირითადი კომპონენტი რომელიც ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე დიდ გავლენას ახდენს. მათ შორის ინფლაციის შემცირებაზე. რაც საბოლოოდ, ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში აისახება“.-წერს ოთარ ანგურიძე.