GD Banner
საგარეო პოლიტიკა

კრემლის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის – დანილოვი

ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაცია მზად არის ისაუბროს მხოლოდ უკრაინის კაპიტულაციაზე ომში, მაგრამ ავრცელებს ფეიქებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სავარაუდო მზადყოფნის შესახებ, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა

მან New York Times-ის სტატიას ყალბი უწოდა, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თითქოს მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

მისი თქმით, კრემლის ხელმძღვანელი მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის.

„პუტინი ან მისი გარემოცვა აკეთებს ამ განცხადებებს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის შესამცირებლად“ – აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა აღიარებს მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას, რომელიც ითვალისწინებს რუსული ჯარების სრულ გაყვანას და ომის დამნაშავეების დასჯას.

„რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული მოლაპარაკებები საკმაოდ მარტივია – ეს არის ჩვენი კაპიტულაცია. ჩვენ არ შეგვიძლია კაპიტულაცია მივიღოთ იმ ქვეყნის წინაშე, რომელმაც ჩვენი განადგურება დაიწყო 24 თებერვალს. ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებისკენ სვლას“, – დასძინა დანილოვმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,160 ნახვა