გერმანიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ვოლფგანგ შოიბლე 81 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შოიბლე გერმანიის ბუნდესტაგში 51 წლის განმავლობაში მუშაობდა და საკვანძო როლი შეასრულა ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. მას არასოდეს ეკავა კანცლერის თანამდებობა, თუმცა შოიბლეს გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ. სხვადასხვა დროს მას გერმანიის ხელისუფლებაში არაერთი თანამდებობა ეკავა. Bild-ის ცნობით, პოლიტიკოსი ძილში გარდაიცვალა.
შოიბლემ პოლიტიკა მხოლოდ გასულ წელს დატოვა. „ძალიან მიყვარს დეპუტატის საქმიანობა“, – ამბობდა ის.
Facebook Comments Box