ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს წვნიანის რეცეპტს, რომელიც, მისი თქმით, საახალწლო სუფრების შემდეგ, საუკეთესო განტვირთვა იქნება.
„ცხიმში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩაყარეთ ბრინჯი, დაასხით მდუღარე. ბრინჯი რომ მოიხარშება დაუმატეთ დაჭრილი მჟაუნა და ქინძი, მარილი წიწაკა და ნიორი გემოვნებით და 1 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან. ღრმა თეფშზე დაყარეთ კუბიკებად დაჭრილი შებოლილი სულგუნი ან ყველი. გახუხული პური და მოხარშული კვერცხი. დაასხით მჟაუნას წვნიანი . აი, უკეთესს ვერაფერს მიირთმევთ, განსაკუთრებით საახალწლო საცივ ნიგვზიან- გოჭებ- ნამცხვრეულის შემდეგ, შოკია და უშოკესი!მოქეიფე ბიჭებისთვის (და გოგონებისთვისაც) მე გამოვიგონე, რომ იცოდეთ!“
,-წერს ნინო კვაჭანტირაძე.
Facebook Comments Box