GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა

რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს.

აბაშიძის თქმით, არ გაუკვირდება თუკი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მალე კომენტარს ჩამოართმევენ “მარწუხებში მყოფ” იმ ნაცარტისტებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს “თავისუფლად მოღვაწეობდნენ” და არანაირი პრეტენზია ჰქონდათ.

„რადიკალების საცოდავმა პროპაგანდამ ვერაფრით შეიგნო, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე, სხვა გამართულ ინსტიტუტებზე იაფფასიანი ფეიკებით თავდასხმა დამკვეთი ნაცავაზაკებისთვის დიდი ხანია სასურველ ეფექტს არ იძლევა. თუმცა, სხვა რა დარჩენიათ სასოწარკვეთილ ნაცლუზერებს, როცა მათი მარიონეტების ინტელექტში უკიდეგანო ჩამორჩენილობა პროგრესირებს? ხან “ჯარისკაცებს არ აჭმევენ”, ხან “უხარისხო ფორმა აქვთ” და ა.შ. არ გამიკვირდება თუკი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მალე თამამი კომენტარი ჩამოართვან “მარწუხებში მყოფ” იმ ნაცარტისტებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს “თავისუფლად მოღვაწეობდნენ” და არანაირი პრეტენზია ჰქონდათ. გაუკუღმართებულ ნაცსექტაში კონგენიალური ოქსიმორონი ჩვეული მოვლენაა.

MoD: The TV channels managed by the UNM continue their anti-state activities – the party’s “message box” cannot go beyond inventing fake news on such issues as the clothing of the defense forces or the quality of food“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა