GD Banner
პოლიტიკა

ოთარ შამუგია: ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის და ასევე, ეს არის წვდომა მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე, რომელიც ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის აქვს

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის, ფერმერებისთვის, ინვესტიციის მოზიდვისთვის და ასევე ეს არის წვდომა მხარდაჭერის იმ მექანიზმებზე, რომელიც ევროკავშირს კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის აქვს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ერთ-ერთი მხარდამჭერი მექანიზმი – IPARD, რომელიც გულისხმობს და ითვალისწინებს კანდიდატი ქვეყნებისთვის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მიმართულებით და ა.შ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ სოფლის განვითარების სააგენტო გარდაიქმნას ევროპული ტიპის გადამხდელ სააგენტოდ, რათა მას ჰქონდეს საშუალება, რომ მხარდამჭერის მექანიზმების საშუალებით განახორციელოს კონკრეტული მხარდამჭერი პროექტები“, – აღნიშნა შამუგიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,157 ნახვა