GD Banner
ჯანდაცვა

FDA- ქსელში იყიდება ჭარბი წონისა და დიაბეტის სამკურნალო, ყალბი „ოზემპიკი“

საკვები პროდუქტებისა და წამლების ხარისხზე სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ (FDA) აღმოაჩინა მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის, Ozempic-ის  ყალბი პრეპარატები. უწყებამ მიმწოდებლებს, აფთიაქებსა და პაციენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ცნობით, უკვე არის ყალბი პრეპარატით გამოწვეული დაავადების შემთხვევები, თუმცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინექციისთვის განკუთვნილი პრეპარატის Ozempic , NAR0074-ის პარტიის,  სერიული ნომრით 43083414905 გამოყენება არ შეიძლება.  FDA და წამლის მწარმოებელი კომპანია Novo Nordisk​ სწავლობენ ყალბი პრეპარატების შემადგენლობას, რათა დაადგინონ, რამდენად საშიშია მასში შემავალი ნივთიერება.FDA პაციენტებს მოუწოდებს, შეიძინონ პრეპარატი მხოლოდ სახელმწიფო ლიცენზიის მქონე აფთიაქებში.Ozempic არის დიაბეტის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს გახდომას. გაზრდილი მოთხოვნის გამო, წარმოიქმნა წამლის დეფიციტი. სიტუაციით კი, ისარგებლეს თაღლითებმა და ქსელში გაჩნდა პრეპარატის ყალბი ვერსიები, რომელიც სილამაზის სალონებსა და სოციალურ ქსელებში იყიდება. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,198 ნახვა