დაიწყეს უკვე მოლაპარაკების გახსნის და არჩევნების საწინააღმდეგო ქმედებები და „ხალხის ძალის“ ეს წერილი ამის პრევენციას ემსახურება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ხალხის ძალამ“ ავიღეთ ის მისია, რასაც ჰქვია ერთგვარი ფარი, რომ დეზინფორმაციის უცხოური და მათ შორის საქართველოდან მომდინარე ისრები ჩვენს თავზე აგვეღო, რომელიც გამიზნული იყო ქართველი ხალხის, საქართველოს საწინააღმდეგოდ. ეს დეზინფორმაცია საზოგადოებაში რომ გავრცელებულიყო, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება ვეღარ შეძლებდა პროცესების დაკავებას და აქ მოხდებოდა ის, რაც ხდება ახლა უკრაინაში. ჩვენმა დაუძინებელმა „მეგობრებმა“ უკვე დაიწყეს ამ შხამიანი ისრების გადმოგდება იმის სახით, რომ ამბობენ – მოლაპარაკების გახსნა აღარ დაიწყება, კი მიიღეთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ შეიძლება არჩევნები ვერ ჩაატაროთ და ა.შ.“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
მოძრაობა „ხალხის ძალამ“ 21 დეკემბერს წერილი გაავრცელა.