GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

აჰა, ამოხადეთ სული ბიჭსა და ეგ არი!-გელა ზედელაშვილი

,,ეს ბიჭი თურმე იტანჯება!

დიახ!

მიუხედავად იმისა, რომ ჯილდოები თუ პრემიები ხვინჭასავით აყრია, მაინც ვერ ლაპარაკობს თავისუფლად, კისერზე მარწუხები უჭერს და ყელში რაღაცა ეჩხირება!

მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი პრესტიჟული თეატრის (მუსკომედიის) ხელმძღვანელია, მაინც ვერ სუნთქავს თავისუფლად, ვერ დგამს ისეთ ლაზათიან სპექტაკლებს, როგორზეც ბავშვობაში ოცნებობდა!

მიუხედავად იმისა, რომ გავარვარებული ,,ნაცია” და 2004 წლის შემდეგ მისთვის ბუზი არავის აუფრენია, პირიქით, დააფასეს და ამ საპატიო ადგილზე ხელახლა დანიშნეს, მაინც უკმაყოფილოა, განიცდის საშინელ დისკომფორტსა და შემოქმედებით სიმწირეს!

რატომ?

რატომ არის ამ დღეში ,,სახელოვანი” რეჟისორი, რომლის სპექტაკლებზეც უკვე თაობები იზრდებიან?

იმიტომ, რომ ქვეყანაში სუფევს არნახული დიქტატურა, აღარ დარჩა სივრცე, სადაც ადამიანები თავისუფლად ილაპარაკებენ და აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც საერთოდ ილაპარაკებენ.

აი, თვითონაც არ იცის, ამ სიტყვების შემდეგ სახლამდე ცოცხალი მიაღწევს თუ არა, აქ საუბარი აღარ არის თეატრამდე, კაბინეტამდე მიღწევაზე!

აჰა, ამოხადეთ სული ბიჭსა და ეგ არი!

მარტო სული?

აღარც სპექტაკლებს ადგმევინებთ, აღარც ფესტივალებზე უშვებთ, აღარც სცენარებს აწერინებთ, აღარც ლექციებს ატარებინებთ, თეატრი რომ გაუზიმზიმეთ, გაურემონტეთ და კაი მაყუთი გამოუყავით, მარტო ეგ არი? მარტო მაყუთით ისაზრდოებს ეგეთი გენიოსი რეჟისორი?

არა, ბატონებო და ქალბატონებო, ეგეთ რეჟისორებს სჭირდებათ ისეთი დიდი ქარიშხალი, ცუნამი, როგორსაც მიშა სააკაშვილი დაატრიალებდა ხოლმე მთელ დუნიაზე დღეგამოშვებით. თქვენ ამას ვერ გაიგებთ, თქვენ ამას ვერ მიხვდებით!

ეგე, გამოიდა ბიჭი რომელიღაცა დაჯილდოებაზე, სადაც პრემია გადაუციათ სახელწოდებით ,,თავისუფალი” და სწორედ იქ თქვა, ზემოდან მარწუხები უხვად არის, მაგრამ იმედია, დამფუძნებლები ყველაფერს მიიყვანთ ბოლომდე და დარჩებით თავისუფლებიო.

რა ჩემი ფეხები უნდა მიიყვანონ დამფუძნებლებმა ბოლომდე, რა აქვს დოიაშვილს უზურში? რა თქმა უნდა, ხელისუფლებას თავიანთი ფლანგიდან უნდა შეუტიონ და როცა საჭირო გახდება, დასამხობადაც გაიმეტონ.

დიახ!

ეს არის ამხანაგ დოის თავისუფლება, თუ არ დაამხო, თაკო ჩარკვიანივით კისერში მარწუხები უჭერს და ყელში რაღაცა ეჩხირება!

პატივცემულო ხელისუფლებავ!

რაც ახლა ხდება, მე ეს არ მიკვირს, ესენი რა ნაგვებიც არიან, ვიცით, მაგრამ ის მაინც მიკვირს, რატომ არიან ყველა თატრისა თუ სახელმწიფო ორკესტრ-ანსამბლების მეხვეურები ,,ნაცები”, ,,გნაცები” და ,,შმაცები”?

არ ვიცი, შეიძლება ერთი-ორგან არც არიან, მაგრამ კულტურის უმეტეს დაწესებულებებში ეგენი რატომ გრიმიტობენ?

რა, არ გინახავთ, როგორ გამოიშლებიან ხოლმე ,,ნაცების” აქციებზე ,,ქართუს” მიერ გარემონტებულ-დაფინანსებული რეჟისორ-მსახიობები?

გინახავთ და მერე რამდენჯერ!

ისე, მაგარი გველკუები არიან, ეს ჩემისები, თვის ბოლოს ,,ქართუდან” ფულების ჩარიცხვას ელოდებიან, თვის შუა რიცხვებში სახელმწიფოდან გადარიცხულს იღებენ და საქმე საქმეზე რომ მიდგება, ეგრევე თემატურად გაუგებარ აქციებზე დაერჭობიან ხოლმე, თან ამ ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

აბა, გინახავთ ერთი რეჟისორი, მსახიობი თუ დამლაგებელი, ბიძინა ივანიშვილი დაეცვას და ამ ხელისუფლების სასარგებლოდ სიტყვა დაესველებინოს?

არა, ვერ ნახავდით, რადგან ეგეთი არ არსებობს.

ჰა, ჰა, ჰა!

ფულების ჩარიცხვა არ ,,ეპაზორებათ”, ვინც ფულებს ურიცხავთ, იმის დაცვა ,,ეპაზორებათ”, თავისუფლურს აწვებიან, დემოკრატიულსა და პლურალისტურს!

ახლა ამათ უნდა ვუთხრა, მოგიტ…ანთ დემოკრატია და პლურალიზმი-მეთქი, მაგრამ თქვენი მერიდება, მრცხვენია.

და მაინც… ესენი იხრჩობიან, ამათ არ ჰყოფნით სივრცე და ფართი, ესენი არიან წნეხისა და მარწუხების ქვეშ.

თუ ეგრეა, რატომ არ ტოვებენ იმ არათავისუფალ სივრცეებს?

იმიტომ, რომ ძალიან მაგრად არიან და რასაც ხატავენ, არის ბლეფი.

ჰმ… ტყუილად კი არ არის ნათქვამი, ყოფილი ,,ნაცი” არ არსებობსო.

მართლაც არ არსებობს!

1990-იან წლებში, როცა დოის მამამ, თეიმურაზმა და მისმა ძმაკაცმა კრიტიკოსმა ბრეგაძემ თამაზ წივწივაძეს რაღაც თემაზე გაუტრაკეს. ცხონებულმა წივწივაძემ დაწერა სტატია სათაურით: ,,ამხანაგო ბრეგაძევ, ძმაო დოიაშვილო”!

ვუყურებ ამ ბიჭის სურათს და სულ იმ სტატიის სათაური მახსენდება, ოღონდ ახლა ასე:

,,ამხანაგო რაჭველო, ძმაო დოიაშვილო”!

,,დავაი”, თქვენი სქელი ტრ@@@ი ,,ნაზად”, ბიჭოოოოოოო!

(რაჭველი ის არი, მემანიშვილი რომ იყო, საკუთარი გვარი რომ აღარ ინდომა, სიმფონიურში რომ ზის ,,განაბად” და როგორც ,,ნაცები” თითს დაუქნევენ, ტრ@@ს რომ აათამაშებს ხოლმე).”-წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გელა ზედელაშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა