GD Banner
პოლიტიკა

პოლონეთის სეიმის წევრი: ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს – ბნელი დრო დადგა პოლონეთში

პოლონეთის სეიმის წევრმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა, რომ ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს.

“ახალი წესრიგი [პრემიერ-მინისტრ] დონალდ ტუსკის მმართველობისას. ახალი კოალიცია პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას ცდილობს. სამართლებრივი საფუძვლების გარეშე. ამისათვის მათ უნდა მიიღონ ახალი კანონმდებლობა, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა დუდამ. ტუსკმა იცის, რომ ამას დრო სჭირდება, ხოლო წარმატება გარანტირებული არ არის. ამიტომაც უნდათ ამის გაკეთება ძალით. საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე არხი უკვე გათიშულია. ბნელი დრო დადგა პოლონეთში”, – განაცხადა მარჩინ პშიდაჩმა.

მანამდე პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნა გამოაცხადა.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ სახელმწიფო მედია, განსაკუთრებით 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP Info, ყოფილი მმართველი პარტიის პროპაგანდის საშუალება გახდა. პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციამ პირობა დადო, რომ ახალ მედიასაშუალებებს შექმნის, რომლებიც უფრო დაბალანსებულ მიდგომას მიიღებენ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა