გეი მშობლებისთვის “ნეტფლიქსის” საბავშვო სერიალის, CoComelon Lane-ის ახლახან გამოშვებულმა სერიამ ინტერნეტ-მომხმარებლებში გამოხმაურება გამოიწვია, ვინაიდან მასში ნაჩვენებია გვირგვინსა და კაბაში გამოწყობილი ბიჭი, რომელიც თავისი ორი მამისთვის ცეკვავს.
პოპულარულ სტრიმინგ პლატფორმაზე გამოსულმა საბავშვო შოუმ, ყურადღება მიმდინარე კვირას მიიპყრო კლიპის გამო, რომელშიც გეი წყვილი ეხმარება თავიანთ პატარა ბიჭს, შეარჩიოს სამოსი ფოტოგადაღებისთვის.
კლიპში, რომელიც ასევე გამოქვეყნდა YouTube-ზე, სამივე მათგანი მღერის სიმღერას სახელწოდებით “უბრალოდ იყავი საკუთარი თავი”. Newsweek-ის ინფორმაციით, სოციალური ქსელების მომხმარებლებმა “ნეტფლიქსის” ბოიკოტირება მოითხოვეს და Cocomelon Lane-ის აღნიშნულ სცენას “უბრალოდ ბოროტება” უწოდეს.
Facebook Comments Box