GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი

ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, კომიტეტში უნდა იყოს 20-25 ადამიანი და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო.

„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მინდა, შევთავაზო ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის აშშ-ში კომიტეტები. მასში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ სუპერ პაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, შვიდი ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. პროცესს დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან უკვე მიმართა სასამართლოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,196 ნახვა