GD Banner
პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ისეთი რეკომენდაციები, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის თქმით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისგან ისეთი რეკომენდაციები არის მიღებული, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა.

„მივიღეთ ისეთი რეკომენდაციები, სადაც სამართლებრივი ანალიზი ფაქტობრივად არ ჩატარებულა. არის პოლიტიკური კონტექსტები, თანაც ისეთი შინაარსის, რომელიც უკვე წარსულია და დღეს მასზე დაყრდნობა არ უზრუნველყოფს პროგრესს, განვითარებას და ხვალინდელი დღისკენ ხედვას. შესაბამისად, ცხადია, ჩვენ გვექნება საუბარი ამ საკითხებზე და ჩვენი საზოგადოებაც ხედავს, რომ მსგავსი მიდგომები საერთო ინტერესებს აზარალებს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,108 ნახვა