GD Banner
პოლიტიკა პოსტები სოციალური ქსელიდან

ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ხმალაძე Facebook-ზე წერს.

„მთავარი არხი“ – სასამართლოში შევხვდებით. ანონსის გასვლის შემდეგ, რომელშიც მტკიცებითი ფორმით აცხადებდით, თითქოს, სუს-მა ირაკლი ხმალაძე დააკავა, გაგაფრთხილეთ, რომ აბსოლუტურ ტყუილს ავრცელებდით. ამის მიუხედავად, გამოგონილი სიუჟეტი ეთერში მაინც გაუშვით და საზოგადოებას ორჯერ აყურებინეთ 18 და 19 ნოემბერს.

კიდევ ერთხელ დამარწმუნეთ – თქვენთვის „მთავარი“ სისულელეების გავრცელება და მაყურებლების შეფუთული ტყუილებით მომარაგებაა, თუმცა, ამჯერად არ გაგიმართლათ. შეეხეთ ისეთ თემას, რომელზეც უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება შესაძლებელია და ამის გაკეთება, სურვილის შემთხვევაში, თქვენც შეგეძლოთ.

ცხადია, აღნიშნული მტკიცებულებები მოვიპოვე. ვაქვეყნებ ოფიციალურ დოკუმენტებს იმის შესახებ, რომ ჩემს მიმართ არასდროს მიმდინარეობდა და ახლაც არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე, არ გატარებულა არანაირი საგამოძიებო მოქმედება.

სარჩელი შეტანილია სასამართლოში – ჩემი სიმართლე და მტკიცებულებები, თქვენი „სახედაბლარული“, ხმაშეცვლილი „წყაროს“ წინააღმდეგ… დანარჩენი იქ გავაგრძელოთ.

სასამართლოში გაირკვევა, როგორი „წყარო“ გყავთ, საერთოდ გყავთ, თუ თავად ხართ თქვენივე ტყუილების „მთავარი წყარო“.
აქვე იხილეთ თანდართული მტკიცებულებები“, – წერს ხმალაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა