GD Banner
რელიგია

ცნობილი სანტა კლაუსი წმინდა ნიკოლოზია

წმინდა ნიკოლოზი, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესია 19 დეკემბერს იხსენებს, ცნობილი „სანტა კლაუსია“. მას ყოველ წელს მილიონობით ბავშვი საჩუქრებს აბარებს და შობის ღამეს (ზოგ ქვეყანაში ახალ წელს) ელოდება.

ამერიკულ პრესაში სახელწოდება სანტა კლაუსი პირველად 1773 წელს გაჩნდა. ამერიკელი მწერლის ვაშინგტონ ირვინის მიხედვით, სანტა კლაუსი მსუქანი ჰოლანდიელი მეზღვაური იყო, მწვანე ფორმაში ჩაცმული.

რიგ ევროპულ ქვეყნებში დღემდე იყენებენ სანტა კლაუსის სახეს, რომელიც ან წმინდა ნიკოლოზთან არის დაკავშირებული ან სასულიერო პირია. მიუხედავად იმისა, რომ სანტა-კლაუსის თანამედროვე სახე სათავეს შეერთებულ შტატებში იღებს და მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულია, დასავლეთის მრავალ ქვეყანაში ისევ აქტიურად იყენებენ სანტა კლაუსის ადგილობრივ როგორც სახელს, ასევე მის – სახეს, ჩაცმულობას.

შობის დღესასწაული საშობაო ზღაპრის (ქრისტეს შობის ამბავი), სანტა კლაუსისა და საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მსგავსი ტრადიციები სათავეს ქრისტიანული რელიგიიდან იღებენ და ადგილობრივი კულტურების დამახასიათებელი ნაწილია.

გადმოცემის მიხედვით, ქალაქ პეტრაში მსახურებისას წმინდა ნიკოლოზმა გაიგო ამბავი ერთი ღარიბი ადამიანისა, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა გასათხოვარი. იმჟამად არსებული წესების მიხედვით, შვილის გათხოვება დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, მას კი საამისო შესაძლებლობა არ გააჩნდა. წმინდა ნიკოლოზი სამჯერ ჩუმად ესტუმრა მის სახლს. ის ბუხრის საკვამურიდან ჩადიოდა და ყოველ ჯერზე წინდაში ჩადებულ ფულს ტოვებდა. აქედან მოდის წარმოდგენა, რომ სანტა კლაუსიც ბუხრის საკვამურში ჩადის და იქ საგანგებოდ დატოვებულ წინდებში საჩუქრებს არიგებს

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა