საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
ექსპერტი სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის და ევროკომისიის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 2012 წელს, ბრიუსელში გაიმართა.
ნიკოლეიშვილის თქმით, სწორედ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი.
“საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით. დიახ, მანამდე ყველაფერი ფასადური და მოჩვენებითი იყო. სწორედ ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი იმ რთულ და საოცნებო გზას, რომელსაც საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრება ჰქვია. ამიტომ, მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს დღევანდელი დღისთვის!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.