GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – დავამტკიცეთ, რომ გზა ევროპისკენ საქართველოსთვის საცალფეხო ბილიკი არ არის, არის ღირსების მაგისტრალია, ღირსებით, სიმართლით საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი. ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალი, ღირსების ფართო მაგისტრალია, – ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების“ თსავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ყველას, თითოეულ ქართველს ულოცავს საქართველოსთვის ევროკავშირი წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

„ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას. ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დღეც დამდგარიყო. ღირსებით, სიამაყით, შემართებით, სიმართლით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა. გილოცავთ, თითოეულ თქვენგანს, ყველა ადამიანს, ვისაც ეს ძალიან უხარია. მე არ მეგულება ქართველი ამ ქვეყანაში, ვისაც ეს შედეგი, მიღწევა, წარმატება ჩვენი ქვეყნისა ძალიან არ უხაროდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა