GD Banner
უცხოური მედია

ვიქტორ ორბანი: თქვენი საქმე გადაწყვეტილია, საქართველო ყველას უყვარს

თქვენი საქმე გადაწყვეტილია, საქართველო ყველას უყვარს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განუცხადა.

ეს კომენტარი ორბანმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მანამდე ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და იმსჯელებს გაფართოების პაკეტზე, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ. გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს. ევროპული საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ორდღიანი სამიტის მიმდინარეობისას გამოაცხადებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა