აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა $886-მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც ასევე უკრაინისა და ისრაელისთვის სახსრების გამოყოფას ითვალისწინებს. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
„ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი“ ასევე ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეებისთვის 5,2%-იან მატებას.
აღსანიშნავია, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის გათვალისწინებულ დახმარებას არაფერი აქვს საერთო $111-მილიარდიანი დამატებითი დაფინანსების პროექტთან, რომელსაც კონგრესი „დემოკრატებსა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის უთანხმოების გამო ვერ ამტკიცებს.
გამოცემა USA Today-ის წერს, რომ „უკრაინის მხარდაჭერის უსაფრთხოების ინიციატივა“ 2024 წელს 300 მილიონ დოლარს მოიცავს.
-0:01
Facebook Comments Box