რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონებით თავდასხმა განხორციელდა მოსკოვის და კალუგის ოლქებზე. რუსული მხარის თქმით, თავდაცვის სისტემებმა უკრაინული 9 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
„დღეს ღამით, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, დრონებით ტერორისტული შეტევა განეხორციელებინათ რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე“, – ამბობენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
Facebook Comments Box