ეს უზარმაზარი მნიშვნელობის აქტია, ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი სერიოზული ეტაპი და მონაკვეთი ჩვენი გზისა ევროინტეგრაციის მიმართულებით, გადალახულია, ახლა სულ სხვა სიმაღლეზე და სიბრტყეში ვართ, ეს ნიშნავს, რომ სხვა პასუხისმგებლობები გაგვიჩნდა ერთმანეთის მიმართ, საქართველოს ევროკავშირის მიმართ და ევროკავშირს საქართველოსადმი, ეს პირდაპირი სამართლებრივი ბმა არის, უდიდესი წარმატება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უდიდესი გზა გაიარა.ამასთან, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ იმ გზაში, რომელიც საქართველომ წელს გაიარა, ოპოზიციის დიდ ნაწილს მონაწილეობა არ მიუღია.„ვერ იმეტებენ სიტყვას, რომ ქვეყანამ მოიპოვა კანდიდატის სტატუსი. ამასაც კი ვერ ამბობენ და თარგმნიან და ცდილობენ, მოზომილები იყვნენ. რას ემსახურება ეს ყველაფერი გაუგებარია. ბოლო ერთი წლის ისტორია ავიღოთ, გამახსენეთ ერთი ფაქტი, ერთი რეკომენდაცია მაინც, რომელიც შესრულებულად ჩაითვალა, იმაში მაჩვენეთ მათი მონაწილეობა, როლი, მხარდაჭერა. ნული იყო. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ინციდენტურ ჩართულობას რამდენიმე ოპოზიციონერის“, – განაცხადა სარჯველაძემ.
Like this:
Like Loading...