GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენმა ხელისუფლებამ ქვეყნისა და ხალხისთვის მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ

ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო. დიდი სიამაყით და დიდი სიხარულით გილოცავთ ისტორიულ გადაწყვეტილებას, საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გილოცავთ ყველას, მე მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოგილოცოთ ისტორიული დღე. ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ლიდერებს.

„ეს ნამდვილად არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის მოიპოვა. ჩვენ ვიბრძოლეთ, ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მინდა, ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ. პირველ რიგში, მინდა, დავიწყო ჩემი მადლობით ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართ, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ შარლ მიშელს, რომელმაც ახლა დამირეკა და პირადად მომილოცა დღევანდელი დღე და ეს ისტორიული გამარჯვება, ასევე მაქვს პატივი გადმოგცეთ მისი მილოცვა ქართველი ხალხისადმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ ვარჰეის, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩართული იყო და იყო ერთ-ერთი მთავარია გულშემატკივარი ქალბატონ ურსულასთან და ბატონ შარლ მიშელთან ერთად. რაც მთვარია, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თითოეულ ლიდერს. მინდა, მადლობა გადავუხადო ერთსულოვნებისთვის და ერთხმად გამოხატული ძლიერი მხარდაჭერისა და ნდობისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,117 ნახვა