GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ზაალ ანჯაფარიძე: რა იყო სალომე ზურაბიშვილის და მისი „куток“-ის მიერ მოწყობილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების ან ევროპული მარშის მიზანი? – საკუთარი პოლიტიკური და პიროვნული ეგოს დაკმაყოფილება

ბოლო 15 წელია თუ მეტი არა, საქართველოს მოსახლეობის 70-85% (აბსოლუტური უმრავლესობა!) სოციოლოგიურ გამოკითხვებში უცვლელად აფიქსირებს მხარდაჭერას ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მიმართ. სხვათა შორის, სწორედ ამას მიიჩნევენ ევროპაში ყველაზე მყარ და ვალიდურ მტკიცებულებად და ინდიკატორად, გადაწყვეტილების მიღებისას, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების და “ევროპულ მარშში” მონაწილეობის მიზანი, მისი პიროვნული ეგოს დაკმაყოფილება და კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკუთარ თავზე მიწერაა.

ანჯაფარიძის თქმით, ორივე აქცია სამარცხვინოდ ჩაფლავდა და შესაძლოა, უკუეფექტიც გამოიღო. “ბოლო 15 წელია თუ მეტი არა, საქართველოს მოსახლეობის 70-85% (აბსოლუტური უმრავლესობა!) სოციოლოგიურ გამოკითხვებში უცვლელად აფიქსირებს მხარდაჭერას ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მიმართ. სხვათა შორის, სწორედ ამას მიიჩნევენ ევროპაში ყველაზე მყარ და ვალიდურ მტკიცებულებად და ინდიკატორად, გადაწყვეტილების მიღებისას. ჩნდება კითხვა: რა იყო მიზანი და საჭიროება ერთ დროს რუსეთის რეზიდენტად შერაცხილ ე.წ. „პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილის და მისი „куток“-ის მიერ მოწყობილი ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხელმოწერების შეგროვების ან ევროპული მარშის? ანუ, არ ენდობა საკუთარი მოქალაქეების არჩევანს? მიზეზი კი არის მხოლოდ ერთი რამ – საკუთარი პოლიტიკური და პიროვნული ეგოს დაკმაყოფილება, დაგროვილი ბოღმიდან ორთქლის გამოშვება და რაც მთავარია, კანდიდატის სტატუსის მონიჭების საკუთარ თავზე მიწერა.

ორივე აქცია სამარცხვინოდ ჩაფლავდა და შეიძლება უკუეფექტიც კი გამოიღო. პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, ამ დროისათვის პეტიციას „ჩვენი ხმა ევროპას“ ხელი მოაწერა სულ 46,940 მოქალაქემ – ჩვენი 3,5 მილიონიანი მოსახლეობის სულ რაღაც 0,13 %, არადა მილიონი ხელმოწერა იყო დაგეგმილი. აღარაფერს ვიტყვი სამარცხვინოდ ჩაფლავებულ „ევროპულ მარშზე“ სადაც 500 კაცზე მეტი ვერ მიიყვანეს. ეს ყველაფერი კი დაინახა და გაანალიზა ევროპამ, მათ შორის აქ აკრედიტებულმა ევროკავშირის ელჩებმაც, გუშინ რომ ნაზად ეფერებოდნენ სალომეს, თორემ გულში რას ფიქრობდნენ ვინ იცის. მათ კარგად დაინახეს სალომეს ძალიან დაბალი პოლიტიკური წონა. საკუთარი ეგოს სახელმწიფოზე მაღლა დაყენებას, ადრე თუ გვიან მოსდევს ლოგიკური შედეგი – კრახი. ზუსტად ასეთი კრახის წინაშე დგას სალომე და მისი „куток.“ 2024 წელს ამას უფრო მკაფიოდ დავინახავთ.” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა