ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების აქტი.
„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილზე არა აქაური ნაცსექტანტების, არამედ გლობალური ომის პარტიის აქტორთა უდიდესი წნეხია, რომ კრიმინალი სააკაშვილი შეიწყალოს. გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების აქტი. თუმცა, სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია გამქრალია თვალსაწიერიდან.“-წერს გია აბაშიძე.
Facebook Comments Box