GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – საქართველო არასდროს დადგება ცალ ფეხზე იმისთვის, რომ ვინმეს თავი მოაწონოს. მყარად, ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში, დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, სადაც ამ ქვეყნის ბუნებრივი ადგილია

„ეს იყო ურთულესი სასესიო წელი, რომლის სირთულესაც უზრუნველყოფდა საქართველოს მტრობაში გაწაფული შიდაპოლიტიკური არა ერთი ძალა“- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ერთწლიანი მუშაობა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო წელი დასრულდა პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია.

„ის რომ „რუსულ კანონად“ იწოდა ამერიკული კანონი ეს ამ მტრობის ნაწილია. ის რომ რთულ, ეკლიან გზაზე, სადაც ცალ ფეხზე ხტუნაობას მოგვიწოდებდნენ, ორ ფეხზე დავდექით და კანონებიც ამგვარად მივიღეთ. მივიღეთ უამრავი კანონი, რომელიც ემსახურებოდა მათ შორის, ევროინტეგრაციის პროცესს, 12 რეკომენდაციის შესრულებას და ასობით კანონი მიღებული იყო ამ ზეწოლის, სტრესული გარემოს, ამ საბოტაჟის ქვეშ. სამუშაო ჯგუფებში ვერ შემოვიყვანეთ ოპოზიციის წარმომადგენლები და მაინც მოვახერხეთ, ეს კანონები იმგვარად დაწერილიყო, რომ აღსრულების მექანიზმებიც, შემდეგი გაგრძელება შესაბამისი ყოფილიყო. საბოლო ჯამში, ამას მოყვა ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია რამაც გაგვახარა და არის მყარი გარანტია იმისა, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს.

ამის პარალელურად, არაერთი ეკონომიკური, სამართლებრივი პროექტი გავიტანეთ, რომელსაც ხანდახან საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, რაც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. არის თანმდევი პროცესი ეკონომიკური გაძლიერებისა იმიტომ, რომ ახალი გამოწვევები ჩნდება. როდესაც რეგიონში არის ურთულესი მდგომარეობა, ერთი ომი, მეორე ომი, შენ ამ ქვეყანაში მშვიდობა გაქვს, ამ მშვიდობის ფონზე სტაბილური განვითარებაა უზრუნველყოფილი, არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელი დავასრულეთ პოზიტიური შედეგებით, ეკონომიკური წინსვლით, სტაბილურობით, მშვიდობით და ამაში პარლამენტის როლი უდიდესია. რევოლუციური სცენარის განვითარების პრევენცია მოვახდინეთ. უამრავი საკითხი იყო, რომელიც პარლამენტის კომპეტენციაში არ შემოდის, მაგრამ ამას სჭირდება პოლიტიკურად მყარად დგომა და საქართველოს პარლამენტი ამ მიმართულებითაც მყარად, ორ ფეხზე დგას. არასდროს დადგება არც საქართველო, არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო, არც აღმასრულებელი ორგანო და არც სხვა ინსტიტუტი ცალ ფეხზე იმისთვის, რომ თავი მოაწონოს ვინმეს, ან ამ ცალ ფეხზე დგომამ უზრუნველყოს რაღაც. მყარად ღირსებით შევალთ ევროპულ ოჯახში, დავბრუნდებით ჩვენს ადგილას, სადაც ამ ქვეყნის ბუნებრივი ადგილია“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,128 ნახვა