GD Banner
პოლიტიკა

მაია ბითაძე ოპოზიციას-არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ

„მინდა ოპოზიციონერებს ვუთხრა, რომ მიმდინარე წლის ბოლო სასესიო კვირა არის და სიმართლე გითხრათ ასეთი არათანმიმდევრულები ჯერ არ ყოფილხართ“- ასე მიმართა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს.

მაია ბითაძემ ოპოზიციას არათანმიმდევრულობაზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მათ რესურსი ამოწურეს.

„იმდენად არათანმიმდევრული იყო ყველა თქვენი გამოსვლა, შეიძლება ითქვას, დახტოდით თემიდან თემაზე. დაწყებული რუსეთით დამთავრებული გზაზე ორმოებით, რაც თვალნათლივ აჩვენებს იმას, რომ რესურსი „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაკარგა, რესურსი ამოწურეთ თქვენ. იმდენად ფუჭად გაიარა თქვენმა მუშაობამ მიმდინარე წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ გაასმაგებული ძალებით ცდილობდით, დაგეზიანებინათ ქვეყანა და არ მიგვეღო დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსზე და ახლაც ცდილობთ, კვლავ დაზიანდეს ეს პროცესი, მიუხედავად ამისა ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში“-განაცხადა მაია ბითაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,057 ნახვა