GD Banner
პოლიტიკა

მაჩალიკაშვილი „ნაცმოძრაობას“ – პარტია გახლიჩეთ, ხალხის გული მოკალით! ქოციც რომ ქოცია, მიმუფურთხებია იმ ქოცისთვის, ვინც უღალატებს მის გუნდს, და მის პრინციპებს

 პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოცქსელში წერს:

„მართლა გულრწფელი ჩემი რჩევა იქნება, არასდროს არ გათელოთ ფეხქვეშ თქვენი ერთგული მებრძოლის თუ თანამებრძოლის ღირსება! არ დაარქვათ მის სინდისიერად და ღირსეულად ბრძოლაში განვლილ გზას სულ სხვა სახელი, რაც მას სრულიად არ ეკადრება, ძალიან მოკლედ მინდა გითხრათ, ნაცმოძრაობაში ყველას ვიცნობ და თითოეულზე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, ის რამდენად იყო პატრიოტი და მხარდამჭერი, და რამდენად იყო ის უღალატო ამ პაარტისადმი, თავისი პრინციპებისადმი, ვფიცავ თქვენ პოლიტიკოსებმა ეს მართლა სულით ძლიერი ადამიანები გატეხეთ კი არა გაანადგურეთ თქვენი თითეული ამბიციების გამო, გული მტკივა დღეს როცა მართლა ღირსეული და გაუტეხელი ადამიანები ცეცხლს და წყალს შუა რომ დატოვეთ!

ეს არ გეპატიებათ, თქვენ ბიძინას ხელით ხალხში იმედი ჩაკალით კი არა , ძმა ძმას, და, და დას, მეგობარი მეგობარს, თანამებრძოლი თანამებრძოლს დაუპირუსპირეთ, პაარტია გახლიჩეთ კი არა ხალხის გული მოკალით!

ეხლა ეს რატომ დავწერე და რამ გადამაწყვეტინა ამისი დაწერა, ერთი ადამიანის პოსტი წავიკითხე, მასში დარწმუნებული ვარ ჩემს თავზე მეტი, რომ ის სისხლით და ხორცით ნაციონალია და არც არასდროს მას მიშას და თავის პრინციპებს არ უღალატებს, მაგრამ ერთმა მხარემ გაწირა იმისთვის, რომ ის მეორე მხარეს აღმოჩნდა, არადა მე ეს ადამიანი ვიცი ყველაზე უღალატო ნაცია მიშას მომხრე, აქ ღირსებაზე და პატიოსნობაზეა საუბარი, ქოციც რომ ქოცია მიმუფურთხებია იმ ქოცისთვის ვინც უღალატებს მის გუნდს, და მის პრინციპებს, მიუხედავად მისი მონური ქოცობისა! მე გარე ადამიანი ამდენს ვხედავ, დარწმუნებული ვარ, თქვენ ბევრჯერ მეტს ხედავთ ვიდრე მე. წარმოიდგინეთ, მდინარეც კი სადღაც ორ ნაწილად იყოფება ხოლმე , მაგრამ ზღვას ორივე ერთად უერთდება, გაყევით დინებას რა, ნუ იქნებით ასეთი სასტიკი დაუნდობელები, ვიღაცის ამბიციებისა და პოლიტიკის გამო, დარჩით ადამიანებად, ესაა რაც ჩვენ გაგავაერთიანებს პირველ რიგში ადამიანობა! და არა ამბიციები და პოლიტიკოსობა. ვისი პოსტმაც მაიძულა ეს წერილი დამეწერა კომენტარებში გაგიმხელთ , ისე დარწმუნებული ვარ ბევრი თავადაც მიხვდება,. “

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,143 ნახვა