GD Banner
პოლიტიკა

არჩილ გამზარდია: მელიას გარეშე „ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან გაუჭირდება პროგრესულობის ეფექტის შექმნა

“ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით ჯერჯერობით არის გარანტია ორიოდე ათეული მანდატის, თუმცა პრაქტიკულად ნულოვან პერსპექტივას უტოვებს პარტიას მომხრეთა გაზრდის.

ნიკა მელია იყო ერთ-ერთი იშვიათი შანსი პარტიისათვის მხარდამჭერთა რაოდენობა გაეზარდა. მელიას სცემენ პატივს კონკურენტები, მის მიმართ ლოიალურები იყვნენ ე.წ. “შუაშისტები” და ა.შ.

მელიას გარეშე “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან გაუჭირდება პროგრესულობის ეფექტის შექმნა.

თავად მელიას საწყის ეტაპზე გარკვეული პოლიტიკური კაპიტალი აქვს და გარკვეული პერსპექტივებიც, თუმცა ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, რადგან უნდა შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა, ახალი იდეოლოგიურ-ფილოსოფიური დოქტრინით, გუნდით და ა.შ. ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა, სანამ თეორიულ პერსპექტივების პრაქტიკულ შესაძლებლობას განუსაზღვრავს.

პოლიტიკურ ტექსტებში სადღეგრძელოები შეამცირეთ ოღონდ, დასაწყისისთვის.” – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,365 ნახვა