GD Banner
უცხოური მედია

კოლომოისკი უკრაინის პრეზიდენტს  სასამართლოში უჩივის

ბიზნესმენი და დნეპროპეტროვსკის ოლქის ექს-ხელმძღვანელი იგორ კოლომოისკი ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე, უკანონოს უწოდებს და მის გაუქმებას ითხოვს.. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Страна܂ua იუწყება.

ბიზნესმენის ადვოკატები ითხოვენ, გაუქმდეს ზელენსკის 2022 წლის 18 ივლისის ბრძანება. მესამე პირად კოლომოისკის მხარე ითხოვს, უკრაინის მიგრაციის სამსახურის ჩართვას. 

გამოცემა წერს, რომ სასამართლოზე კოლომოისკის დაუსვეს კითხვა, რატომ მოახდინა რეაგირება წლინახევრის შემდეგ. ბიზნესმენის თქმით, ამის შესახებ მან მხოლოდ 2023 წლის სექტემბერში შეიტყო. თუმცა, სასამართლომ კოლომოისკის მიერ დასახელებული მოზეზი არასაკმარისად ჩათვალა, რადგან ამის შესახებ გაჟღერებული იყო სატელევიზიო ეთერებში და სასამართლოსთვის მიმართვის ვადა გასულია. 

ბიზნესმენს 10 დღის ვადა მისცეს ხარვეზის გასასწორებლად. ამ დროის განმავლობაში მან უფრო დამაჯერებელი არგუმენტი უნდა წარადგინოს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა