GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

თამარ ჩიბურდანიძე: თვით ევროპაში ზელენსკის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ დაჩრდილა – ევროკავშირის ლიდერების პეკინში სტუმრობაც ამაზე მიუთითებს

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე განცხადებით ეხმაურება ჩინეთ-ევროკავშირის სამიტს, რომელიც პეკინში ტარდება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, სტატუსის მონიჭების წინ, ჩინეთ-ევროკავშირის სამიტი აძლიერებს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური კარიბჭის როლს ევროპისთვის.

„უკრაინის ომისგან ეკონომიკურად სასოწარკვეთილი ევროპა ხსნას, როგორც ჩანს, შორეულ აღმოსავლეთში ხედავს. პეკინი დღეს ჩინეთ-ევროკავშირის სამიტს მასპინძლობს. სი ძინპინი ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა და მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა ინარჩუნებს პოზიციას „ერთი ჩინეთის პოლიტიკის“ აღიარების შესახებ. ეს კი ევროპის მთავარი გზავნილი იყო პეკინში, რათა მასპინძლის კეთილგანწყობა მოეპოვებინათ.

სტატუსის მონიჭების წინ, ჩინეთ-ევროკავშირის სამიტი აძლიერებს საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური კარიბჭის როლს ევროპისთვის. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, მოსალოდნელია ევროკავშირმა თავად დააჩქაროს საქართველოს გაწევრიანების პროცესი. „ევროკავშირის ვაჭრობის დეფიციტი ჩინეთთან 400 მილიარდ ევროს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ კონკრეტული ზომები იქნება განხილული და განხორციელებული ამ ურთიერთობების აღსადგენად“ – აღნიშნეს ევროკავშირის ლიდერებმა პეკინში შეხვედრისას. ამ ურთიერთობების აღდგენის პროცესში კი საქართველო ერთ-ერთი მთავარი რგოლი იქნება, საქართველო-ჩინეთს შორის ახლახან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.

ევროკავშირის ლიდერების ჩინეთში ვიზიტი მიუთითებს იმაზეც, რომ უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება. მართალია, ვერ იქნება ის შედეგი, რაზეც დასავლეთის პროპაგანდა გამუდმებით მუშაობდა, მაგრამ, ეს იქნება ხსნა ევროპისთვის. ამ პროპაგანდის მსხვერპლი მხოლოდ პროპაგანდის დონეზე და არა – ფიზიკურად, იყო საქართველო. თუმცა, ახალ რეალობაში როლები იცვლება და დღეს, თვით ევროპაშიც, ზელენსკის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ დაჩრდილა. ევროკავშირის ლიდერების პეკინში სტუმრობაც ამაზე მიუთითებს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,167 ნახვა