ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, “დროას” და “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერების, ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი ინტერნეტ-პლატფორმის, mona.ge-ის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
მეტრეველის თქმით, თუ ხოშტარიას სურს, აღნიშნულ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სია ოდნავ მაინც იყოს ობიექტური, მასში მისი მამა – გოგი ხოშტარიაც უნდა ჩაწეროს.
“ელენე ხოშტარიას თუ სურს Mona.ge-ის სია ოდნავ მაინც ობიექტური გახადოს, პირველ ნომრად აუცილებლად გოგი ხოშტარია უნდა ჩაწეროს. მასზე მეტად მედროვე და პრეზიდენტ გამსახურდიას გამყიდველი არავინ მეგულება.” – წერს ნიკოლოზ მეტრეველი Facebook-ზე.
Facebook Comments Box