„თურმე არავინ აფინანსებთ, როგორი საწყლები არიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ფარისევლობს.
„გვესმის მათი მხრიდან ის განცხადებებიც, რომ თურმე მათ არავინ არ აფინანსებთ, როგორი საწყლები არიან. თურმე არავინ არ ახდენს მათთვის თანხის შეწირვას. აქედან გამომდინარე, რა ანერვიულებთ. სინამდვილეში ადგილი აქვს ფარისევლობას. სწორედაც მათი ნერვიულობა მიემართება იქითკენ, რომ დიახ, ეს არის ბუნდოვანების ხვრელის ამოვსება, რითაც ცდილობენ ეს ადამიანები, რომ სწორედ ასეთი შემოვლითი გზებით მიეღოთ დაფინანსება, რომელსაც იყენებენ ხოლმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
Facebook Comments Box