GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა სალომე სამადაშვილზე: რუსულ საქმეს აკეთებს, უგულებელყოფს თავისი ქვეყნის ინტერესებს და უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობს – გრძნობს, რომ 2024 წელს უნდა დაემშვიდობოს პარლამენტს

ვის რუსულზე ლაპარაკობს ქალბატონი სალომე, როცა თვითონ რუსულ საქმეს აკეთებს, უგულებელყოფს თავისი ქვეყნის ინტერესებს და როგორც სტაჟიანი აგენტი, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობს. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიქტორ ორბანი ბევრად მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის განვითარების, ვიდრე ეს ქალბატონი, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებას – “სირცხვილია, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა – ბატონ მაჭარაშვილს კი ვურჩევ, ცოტა მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება”.

ექსპერტის განცხადებით, სამადაშვილი გრძნობს, რომ 2024 წელს პარლამენტარობას დაემშვიდობება, საკუთარი უსაქციელობით კი ცდილობს, უცხოელ პატრონებს თავი მოაწონოს.

“ქვეყნის სირცხვილია ეს ქალი წარმოადგენდეს საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ ფრთას. ქალი რომელიც პოლიტიკურად არაფერს წარმოადგენს, გარდა იმისა რომ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უკადრებელს კადრულობს, შეურაცხყოფს პარლამენტს და პარლამენტარებს. ვის რუსულზე ლაპარაკობს ქალბატონი სალომე, როცა თვითონ რუსულ საქმეს აკეთებს, უგულებელყოფს თავისი ქვეყნის ინტერესებს და როგორც სტაჟიანი აგენტი, უცხო ქვეყნების სასარგებლოდ მუშაობს. როგორ უნდა ვთქვა, მაგრამ ვიქტორ ორბანი ბევრად მხარდამჭერია ჩვენი ქვეყნის განვითარების, ვიდრე ეს ქალბატონი. გრძნობს, რომ 2024 წელს უნდა დაემშვიდობოს პარლამენტს და როგორც თვითონ ამბობს კერძო საუბარში, მან მეტი არაფერი იცის და სამსახურს საქართველოში ვერ იშოვის, ამ უსაქციელობით კი უცხოელ პატრონებზე მუშაობს, იქნებ როგორმე თავი მოაწონოს და იქ “გამოუძებნონ” რამე ადგილი.” – წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,144 ნახვა