GD Banner
პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მაიკ პენსსა და კევინ კრამერს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე აგრძელებენ ვიზიტს ვაშინგტონში. პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსსა და სენატორ კევინ კრამერს შეხვდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ავრცელებს.

„გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც უკავშირდება რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი, გვჭირდება ძალიან ბევრი პარტნიორი. ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარდა, ვაშინგტონში ჩვენ შევხვდით სენატორ კრამერს. უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში ყველანი ერთად, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გავიმარჯვებთ საქართველოს საკეთილდღეოდ. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და საბოლოო ჯამში, დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,144 ნახვა