ხელისუფლებამ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა, რომელიც ახლა არის განხილვის რეჟიმში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ეს სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს თითოეული პუნქტის შესრულებაში ოპოზიციისა და, ასევე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თანამონაწილეობას, ჩვენთვის აბსოლუტურად ღიაა ეს პროცესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა უკვე გააკეთა შეთავაზებები ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ.
„ჩვენ შესაბამისი შეთავაზებები გავაკეთეთ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის ორგანიზაციების წინაშე და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩაერთვებიან ცხრა პუნქტის შესრულებაში, განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელიც უკავშირდებოდა 12 პუნქტის შესრულებას, როცა ჩვენ ერთპარტიულად გვიწევდა 12 პუნქტზე მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.