GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ნაცმოძრაობის” მყრალი პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ ყალბ ამბებზეა აგებული, კრემლის დეზინფორმაციული მანქანის იდენტურია

ფაქტია, რომ კოლექტიური ნოდარ მელაძეები ჩვენს სახელოვან ჯარს, პოლიციას თუ სხვა პატიოსან საჯარო მოხელეებს ვერაფერს დააკლებენ. მხოლოდ მათ მანქურთ რევანშისტებს უფრო მეტად აზიანებენ, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, ნოდარ მელაძის მიერ ქართულ ჯარში კვების ხარისხზე გაკეთებულ სიუჟეტს.

ანალიტიკოსის თქმით, “ნაცმოძრაობის” პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ ყალბ ამბებზეა აგებული, კრემლის დეზინფორმაციული მანქანის იდენტურია და განსხვავება ისაა, რომ აქაური ფსევდოჟურნალისტები უზომოდ გაუნათლებლები არიან.

„”ნაცმოძრაობის” მყრალი პროპაგანდა, რომელიც მხოლოდ ყალბ ამბებზეა აგებული, კრემლის დეზინფორმაციული მანქანის იდენტურია. განსხვავება ისაა, რომ აქაური სექტის ფსევდოჟურნალისტები უზომოდ გაუნათლებლები არიან. რადიკალებს სურთ არჩევნების მოგება, მაგრამ როგორ? საქართველოს გამართულ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, ეკლესიაზე, ტრადიციებსა და ფასეულობებზე თავდასხმით. ფაქტია, რომ კოლექტიური ნოდარ მელაძეები ჩვენს სახელოვან ჯარს, პოლიციას თუ სხვა პატიოსან საჯარო მოხელეებს ვერაფერს დააკლებენ. მხოლოდ მათ მანქურთ რევანშისტებს უფრო მეტად აზიანებენ. ნეგატიური კამპანიით ვერცერთი პოლიტიკური აქტორი ვერცერთ ქვეყანაში იღებს საზოგადოების მოწონებას. თუმცა, ნაცტელევიზიების სპონსორებს ეს არ ესმით და აგრძელებენ უკიდურესად მდაბიო სიბინძურის ტირაჟირებას.“ – წერს გია აბაშიძე

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,057 ნახვა