GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპი: თუ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ გავხდები, დიქტატორი მხოლოდ პირველ დღეს ვიქნები

თუ აშშ-ის პრეზიდენტი ისევ გავხდები, დიქტატორი მხოლოდ პირველ დღეს ვიქნები, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„მეკითხება, თქვენ დიქტატორი არ გახდებით, არა? მე ვპასუხობ, არა, არა, არა, პირველი დღის გარდა! ჩვენ ვკეტავთ საზღვარს და ვბურღავთ, ვბურღავთ, ვბურღავთ. ამის შემდეგ მე დიქტატორი აღარ ვარ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის სატელევიზიო ინტერვიუს პრეზიდენტ, ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, ჯული ჩავეს როდრიგესი გამოეხმაურა და ყოფილი პრეზიდენტი გააკრიტიკა.

„დონალდ ტრამპი პირდაპირ გვეუბნება, რას გააკეთებს, თუ მისი არჩევა თავიდან მოხდება. მან დღეს თქვა, რომ ის პირველ დღეს დიქტატორი იქნება, ამერიკელებმა მას უნდა დაუჯერონ“, – განაცხადა ჯული ჩავეს როდრიგესმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა