GD Banner
პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი ნიკა გვარამიაზე: 7 წლის განმავლობაში ჭკუიდან გადასულ კაცს ღმერთად აცხადებდა, რომ სამსახურიდან არ გაეგდო და ბევრი მაღალქუსლებიანი ბოტასი ეყიდა

“მე მიშას და გიგას ეგოების ბრძოლაში არ ჩავერევი” – ეს მომწერა გვარამიამ, როდესაც განგაში მქონდა, რომ სააკაშვილი თვითდესტრუქციულია, თავს იღუპავს, პარტიასაც ღუპავს და ოპოზიციის შანსებსაც,-ამის შესახებ თამარ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ამ საუბრის შემდეგ, “არ ჩაერია” და 7 წლის განმავლობაში ჭკუიდან გადასულ კაცს ღმერთად აცხადებდა, ხოლო დედამიწას – ბრტყლად, რომ იმას სამსახურიდან არ გაეგდო და ამას ბევრი მაღალქუსლებიანი ძვირფასი ბოტასი ეყიდა.

იმის თქმა მინდა, რომ კანონზომიერია რაც ახლა ხდება.თავისუფლების დაცვა ღირსებებით შემკულ ადამიანებს შეუძლიათ, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ბოლშევიკური რეპრესიების შედეგად, ჭკუისგან დაცლილია და უნახავი, ხარბი, უპრინციპო, უხედვო ეგომანიაკებითაა სავსე,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა