GD Banner
პოლიტიკა

გია აბაშიძე-Politico-ს ევროპულ გამოცემას ხელში ჩაუვარდა ასობით “გაჟონილი” დოკუმენტი, სადაც გამოვლენილია ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბები

Politico-ს ევროპულ გამოცემას ხელში ჩაუვარდა ასობით “გაჟონილი” დოკუმენტი, სადაც გამოვლენილია ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბები. საგამოძიებო დოკუმენტები მიანიშნებენ ევროკავშირის დემოკრატიის მანიპულირების 300-ზე მეტ სავარაუდო მცდელობის ჩანაწერზე-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსის თქმით, ჯერჯერობით, გამოძიებამ დააკავა ოთხი მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარი კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის წინასწარი ბრალდებით. ეჭვმიტანილთა შორის არიან პანცერი, ჯიორჯი, მისი პარტნიორი და ევა კაილი, ევროპარლამენტის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

“კატარგეითი”, მაროკოგეითი” აისბერგის მხოლოდ ზედა ნაწილია, რომლითაც გამოვლინდა კორუფცია და ფულის გათეთრება ევროინსტიტუტებში. საკითხავია, კიდევ რამდენი ქვეყნიდან მიედინება ‘შავი ფული’ ბრიუსელში, ‘ქეშის’ სახით? მათ შორის, სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობიდან”. Politico-ს ევროპულ გამოცემას ხელში ჩაუვარდა ასობით “გაჟონილი” დოკუმენტი, სადაც გამოვლენილია ევროკავშირის კორუფციული სკანდალის მასშტაბები. საგამოძიებო დოკუმენტები მიანიშნებენ ევროკავშირის დემოკრატიის მანიპულირების 300-ზე მეტ სავარაუდო მცდელობის ჩანაწერზე. კრიმინალური სინდიკატის სავარაუდო კოორდინატორები იყვნენ ყოფილი ევროდეპუტატი პიერ ანტონიო პანცერი და მისი თანაშემწე ფრანჩესკო ჯიორჯი. 2018-2022 წლებში გადახდები ხდებოდა კატარიდან, მაროკოდან და მავრიტანიიდან, დაახლოებით 4 მილიონი ევრო. ხსენებული ქვეყნები მათთვის სასურველ ევროგადაწყვეტილებებში იხდიდნენ თანხებს (ჯერ არასრულადაა დათვლილი). ჯერჯერობით გამოძიებამ დააკავა ოთხი მოქმედი და ყოფილი ევროპარლამენტარი კორუფციის, ფულის გათეთრებისა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის წინასწარი ბრალდებით. ეჭვმიტანილთა შორის არიან პანცერი, ჯიორჯი, მისი პარტნიორი და ევა კაილი, ევროპარლამენტის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,141 ნახვა