GD Banner
უცხოური მედია

WSJ: თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ვერ გააგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღებისა და აღჭურვილობის გადაცემას, თუ კონგრესი წლის ბოლომდე დამატებითი დახმარების გამოყოფას არ დაუჭერს მხარს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

„ამერიკული იარაღისა და ტექნიკის მიწოდების შეწყვეტა უკრაინას ბრძოლის ველზე დააჩოქებს, საფრთხის ქვეშ დააყენებს უკრაინის მიღწევებს და გაზრდის რუსული სამხედრო გამარჯვებების ალბათობას“, – აღნიშნულია წერილში, რომელიც თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს გაუგზავნა.

როგორც წერილში იანგი აღნიშნავს, დაფინანსების ჯადოსნური წყარო არ არსებობს, ფული ამოიწურა და ასევე თითქმის ამოიწურა დროც.

„დამატებითი ფინანსების გარეშე აშშ-ს არ ექნება აუცილებელი რესურსები, რათა გადასცეს უკრაინას შეიარაღება და ტექნიკა ან გამოყოს რესურსები აშშ-ის სამხედრო მარაგებიდან“, – აღნიშნა თეთრი სახლის მენეჯმენტისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა