GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის შეფასებით, უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ კორუფციასა და ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ უკრაინაში კარგი ვითარება არ არის. ნიკოლეიშვილის თქმით, ამ ფონზე, გაუგებარია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას უნდა დაეწიოს.

“კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა… მოკლედ უკრაინაში, საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ… ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, „შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ – უკრაინას და მოლდოვასო…“ ამოცანა გვეკითხება, კერძოდ რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მეორე ეს ქალბატონი პღეზიდენტი ადეკვატურია თუ არა!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,135 ნახვა