GD Banner
პოლიტიკა

ბექა ოდიშარია – „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებული კომუნისტური პარტია, რომელიც ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიშალა, არ ჩაერთვება ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებაში, მათ არ სურთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა

ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი არ არის მწვერვალი, ჩვენთვის მწვერვალი იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური პროცესის წარმოება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მისასალმებელია კონსტრუქციული ოპოზიციის მზაობა, ჩაერთოს ევროკომისიის ცხრა დათქმის შესრულების პროცესში.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ შედის, შესაბამისად, აღნიშნული პარტია, დათქმების შესრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„მივესალმები კონსტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც როგორც 12 რეკომენდაციის შემუშავების პროცესში იყო აქტიურად ჩართული, ახლაც დააანონსა, რომ შეუერთდება ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს, რომელიც არა მხოლოდ მიმდინარე წელს მოიცავს, არამედ გაწერილია 2024 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მავნებელ საქართველოს კომუნისტურ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობად“ წოდებულს, რომელიც ბოლშევიკებად და მენშევიკებად დაიშალა და ეს ეპითეტებიც მათთვის ზედმეტია, იმიტომ, რომ ფრჩხილადაც არ ღირან იმ ბოროტი გენიების, რომლებიც წარმოადგენენ ბოლშევიკებს და მენშევიკებს. რა თქმა უნდა არ ჩაერთვებიან [9 დათქმის შესრულების პროცესში], დაიჯერეთ, ადამიანებო, მეტი როგორ გითხრათ, არ სურთ, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, არ სურდათ ვიზალიბერალიზაცია მოგვნიჭებოდა. მათ საერთოდ არაფერი სურთ, ძალაუფლების, სისხლის და ფულის გარდა – ამაზე იდგენენ და ამ ზნეს და ამ ჩვეულებას ისინი ვერ მოიშლიან. შესაბამისად, იქნება ეს 9 დათქმა, 12 რეკომენდაცია თუ სხვა ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად გულწრფელად მუშაობს იმისთვის, რომ მიზანი იქნას მიღწეული, ამ ხალხს მორიელსაც ვერ შეადარებ, კუს რომ გადაჰყავს მეორე ნაპირზე. ეს ხალხი არიან მავნებელი სამშობლოს მტრები, “ – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,141 ნახვა